შალვა პაპუაშვილი IPU-ზე - ეს ფორმატები იძლევა შესაძლებლობას, საუბარი გვქონდეს ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე, ეს განსაკუთრებით ეხება არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებას

ასამბლეაზე პარლამენტების ათასზე მეტი წევრი, 50 პარლამენტის თავმჯდომარეა, რაც კარგი შესაძლებლობაა, რომ იმ კოლეგებს შევხვდეთ, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობა არ გვაქვს და გეოგრაფიულად რთულია ორმხრივი ვიზიტები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში განუცხადა, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მსგავსი ფორმატები იძლევა შესაძლებლობას, რომ ქვეყნებმა, რომლებთანაც არ გვაქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა მხარი დაუჭირონ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას საერთაშორისო ფორმატებში.

მისი თქმით, მსგავსი ფორმატის დამსახურება იყო გასულ წელს გაეროს რეზოლუციის მაღალი მხარდაჭერა. ,

„სწორედ ეს ფორმატები იძლევა შესაძლებლობას, რომ საუბარი გვქონდეს ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე. ეს განსაკუთრებით ეხება არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებას. ჩვენ, გაერო-ში, იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით რეზოლუციას რეკორდულად მაღალი მხარდაჭერა გქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს მაღალი მხარდაჭერა შენარჩუნდეს. დღეს ძირითადი სასაუბრო თემები ამაზე იქნება. თანამედროვე გამოწვევები და იმ კონფლიქტებს ვგულისხმობ, რომელიც ბოლო პერიოდში დიდი მასშტაბით მიმდინარეობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში, გვაჩვენებს იმას, რომ მცირე ქვეყნები განსაკუთრებულად დამოკიდებული ვართ საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების პატივისცემაზე. სინამდვილეში, ეს არის ის სიძლიერე, ინსტრუმენტი და იარაღი, რაც პატარა ქვეყნებს გვაქვს. ჩვენს სხვა ქვეყნებთან საუბრისას ხაზს ვუსვამთ, რომ ყველა ქვეყნის საერთო ინტერესია, საერთაშორისო სამართლის პრინციპები იყოს დაცული. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები არ იქნება პატივცემული, ეს მხოლოდ ქაოსამდე მიგვიყვანს, რომლის მსხვერპლის საბოლოო ჯამში ყველა იქნება. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს გეოგრაფიულ სიშორეს კონფლიქტების მიმართ, ეს განსაკუთრებით უკრაინაზე რუსეთის აგრესიულმა თავდასხმამ გვაჩვენა. გეოგრაფიულ სიშორეს მნიშვნელობა არ აქვს, საბოლოო ჯამში, ყველა დაზარალებული და დაზიანებულია, თუ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს პატივს არ სცემენ ქვეყნები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება