შალვა პაპუაშვილი - ხათუნა სამნიძის განცხადება მცდელობაა, გაიქცნენ იმ გემიდან, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მომართული და ხედავენ, რომ ნელ-ნელა იძირება

ხათუნა სამნიძის განცხადება მცდელობაა, გაიქცნენ იმ გემიდან, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მომართული და ხედავენ, რომ ნელ-ნელა იძირება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხათუნა სამნიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, სამნიძის და მისი სხვა კოლეგები მცდელობების შედეგი იყო, რომ შარშან ივნისში საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.

ხათუნა სამნიძე, მისი პარტია და მისი პოლიტიკური ჯგუფიც. ის „რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარეა და საერთოდ, ვის ელაპარაკება? - მისი ჯგუფის წევრი გიორგი ვაშაძეა. ისიც და მისი სხვა კოლეგებიც წელიწადნახევრის განმავლობაში ჩართული იყვნენ იმაში, რომ საქართველოსთვის ხელი შეეშალათ. სწორედ მათი მცდელობების შედეგი იყო, რომ შარშან, ივნისში, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო და მაშინ მათი მცდელობები წარმატებული იყო. როგორც ჩანს, ახლა ხედავენ და გრძნობენ, რომ მათი ანტიქართული გემი იძირება - ერთი ჯგუფი ცდილობს, რომ ამ გემიდან გაიქცეს, რომელიც იძირება, მეორე ნაწილი ცდილობს, რომ იქნებ, რამენაირად, ანტიქართული განწყობების თუ ანტიქართული პოლიტიკის გემი რამენაირად გადაარჩინონ. ბოლო მცდელობები აქვთ, რომ რამენაირად ჩაშალონ საქართველოს წარმატება. ოპოზიციაში ორი ჯგუფია - ერთი ჯგუფი, რომელსაც დღემდე იმედი არ აქვს გადაწურული, რომ ჩაშლის საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პროცესს და მეორე ჯგუფია, რომელიც ხედავს, რომ გემი იძირება და ახლა ცდილობს, რომ ეს გემი დატოვოს. ეგონათ, რომ გემი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მყარად მიცურავდა და ამ გემში ძალიან კომფორტულად იყვნენ. ხათუნა სამნიძეც არ აკლებდა დამაზიანებელ საუბრებს საქართველოსთან დაკავშირებით და შეხვედრების დროს ღიად საუბრობდა იმაზე, თუ როგორი ცუდი ქვეყანა ჰყავს ქვეყანას და თურმე, საქართველოსთვის სტატუსი მთა-გორისა და მინდორ-ველის გამო რომ უნდა მისცენ, ახლა ხედავენ, რომ ეს გემი იძირება და ცდილობენ, გემიდან გაიქცნენ და თავს უშველონ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი. როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, შეწყვიტონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების დამაზიანებელი გზავნილების გავრცელება.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა