ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა, რომელიც ოქტომბრის ბოლოს იყო ჩანიშნული, აღარ შედგება

ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა, რომელიც ოქტომბრის ბოლოს იყო ჩანიშნული, აღარ შედგება, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა განაცხადა.

კლაარის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობით, ოქტომბრის ბოლოს აღარ გაიმართება.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა შეხვედრის ჩაშლის მიზეზად დროის ნაკლებობა დაასახელა.

„ჩვენი მიზანია, რომ ყარაბაღის სომხები თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. ხაზს ვუსვამთ, გრანადაში გამართული შეხვედრის მნიშვნელობას, რომელშიც ალიევი არ მონაწილეობდა და ახლა ვცდილობთ ფაშინიან-ალიევის შეხვედრა ბრიუსელში მოვაწყოთ“, - განაცხადა კლაარმა.

ტოივო კლაარს სამმხრივი შეხვედრის ჩატარების ახალი თარიღი არ დაუკონკრეტებია.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა