„საქართველოს ბანკი“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ფორუმში - „ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის“ მონაწილეობდა

„საქართველოს ბანკი“ განათლების მხარდაჭერისათვის მნიშვნელოვან ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული. სწორედ ამ მიზნით ბანკმა მონაწილეობა მიიღო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ფორუმში- “ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის“.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმმა თავი მოუყარა პედაგოგებს, ინდუსტრიის ლიდერებს, პოლიტიკის შემქმნელებს, მეცნიერებს და ტექნოლოგიების ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან. ფორუმზე დისკუსიის თემა ის გამოწვევები და შესაძლებლობები იყო, რაც მოიტანა ციფრულმა რევოლუციამ განათლებაში და ხელოვნურმა ინტელექტმა, მისმა განვითარებამ. ფორუმის მიზანი იყო გამოეკვლია თუ როგორ შეიძლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებისა და სწავლის გასაუმჯობესებლად და მისი გარდაქმნისთვის. ასევე, ინდუსტრიის ლიდერებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განხილული იყო ტექნოლოგიური ცვლილებების განხორციელების საუკეთესო სტრატეგიები საკლასო ოთახებსა და საგანმანათლებლო გარემოში.

„ფორუმზე ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა მონაწილეებმა, დარგის ექსპერტებმა ქართველ კოლეგებთან ერთად პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები გამართეს . ჩატარდა ვორკშოპები, სადაც ისაუბრეს იმაზე, თუ რა როლი აქვთ უნივერსიტეტებს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების პროცესში, რა მიმართულებები უნდა გააძლიერონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა პარტნიორების მხარდაჭერით და რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი ეკოსისტემის არსებობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.

პანელურ დისკუსიაში - „განათლების მომავალი უმაღლეს სასწავლებლებში ციფრული ტრანსფორმაციის მიღწევები, შესაძლებლობები და გამოწვევები“ „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ მიიღო მონაწილეობა. მან განათლებისა და ინოვაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, დარგის ასეთი მაღალი დონის ექსპერტებთან ერთად მესაუბრა ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე. ჩვენ, როგორც ტექნოლოგიურ ბანკს, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებაა, ზუსტად გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის როლის გააზრება განათლებაში. ჩვენ თავად ვიყენებთ მანქანურ სწავლებას და „საქართველოს ბანკი“ პირველი ფინანსური ინსტიტუტია ქვეყანაში, რომელიც „ქართული მეტყველების ტექნოლოგიების“ განვითარებაზე მუშაობს და მიზნად ისახავს ქართული ენის გაციფრულებას. სწორედ ამიტომ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვზრუნავთ რომ ამ კუთხით განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ახალი თაობისთვის და არაერთ პროექტსაც ვახორციელებთ. იქნება ეს STEM სკოლა, STEM ბანაკი თუ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, პროექტის - Code IT-ის განხორციელება, რაც პროგრამირების სასწავლო კურსში ყოველწლიურად 350-მდე მოსწავლის ჩართვას გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. რამდენადაც ტექნოლოგია აგრძელებს ჩვენი ცხოვრებისა და მუშაობის სტილის შეცვლას, ცხადია, განათლებაც უნდა მოერგოს ამ ცვლილებებს და სწორედ ამ მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო პანელზე“,- აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის, მაგდა მაღრაძის განცხადებით, ფორუმზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების თემებზე.

„ორი დღის მანძილზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ინოვაციების რიგით მეორე ბიზნეს ფორუმს, სადაც ბიზნესის, მთავრობის, განათლების სფეროს წარმომადგენლებმა განვიხილეთ, თუ რა როლს ასრულებს უნივერსიტეტი თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი მთლიანად ცვლის არსებულ რეალობას, როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს ახალი პროფესიების დაუფლების მხრივ, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის კუთხით. ფორუმზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების თემებზე. ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის მზად არის და მოხარულია, უმასპინძლოს მსგავს ღონისძიებებს და შესაბამისი პლატფორმა შექმნას აქტუალურ და საჭირო თემებზე სადისკუსიოდ“, - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.

KIU-ს შესახებ:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 160 ჰექტარ მიწის ფართობზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020-2021 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. დღეისათვის უნივერსიტეტში 1 200-მდე სტუდენტი სწავლობს. KIU-ს პარტნიორია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM and TUM International).

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა