„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ შემეცნებითი ტური ჩატარდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ უფროსკლასელებს უმასპინძლა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ცნობით, სსე-ის სათავო ოფისში მოსწავლეებმა ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი მოინახულეს და მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს გაეცნენ.

„მოსწავლეებმა დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. მოსწავლეებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია ენერგეტიკის თემაზე, მიიღეს ინფორმაცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.

ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის შემდეგ, შემეცნებითი ტური მოსწავლეებისთვის სსე-ის ქვესადგურში „ნავთლუღი 220“ გაგრძელდა. უფროსკლასელებმა ქვესადგური დაათვალიერეს და ინფორმაცია მიიღეს ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების ფუნქციონირების შესახებ, უშუალოდ ჩაერთნენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობით ელექტროგადამცემი ხაზების დიაგნოსტირების პროცესში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სსე-ის სასწავლო ცენტრი, სადაც მომავალ ენერგეტიკოსებს ეძლევათ სტაჟირების უსასყიდლოდ გავლის შესაძლებლობა მომავალი დასაქმების პერსპექტივით.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2016 წლიდან აქტიურ რეჟიმში ახორციელებს შემეცნებით ტურს თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის, რაც, პირველ რიგში, ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესებას ემსახურება. სსე ორიენტირებულია, მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები. შესაბამისად, შემეცნებითი ტური სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის მთელი წლის განმავლობაში გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება