პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „გლობალური კარიბჭის ფორუმის" გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „გლობალური კარიბჭის ფორუმის" გახსნას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები.

„ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო პანელზე − „სატრანსპორტო დერეფნები" − პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი მომხსენებელი იქნება.

ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტმა - ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს