კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი - მძევლების გასათავისუფლებლად „ჰამასთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

მძევლების გასათავისუფლებლად „ჰამასთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

„რაც შეეხება პროგრესს მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების შესახებ, ის ჯერ კიდევ გრძელდება. თუ შევადარებთ, სად დავიწყეთ და სად ვართ ახლა, არის გარკვეული პროგრესი. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ნებისმიერ დროს, ვფიქრობ, რომ სიახლე გვექნება, იმედია მალე“, - განაცხადა შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანიმ.

შეგახსენებთ, დღეს, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ იგი კატარის დიპლომატიურ ძალისხმევას აფასებს.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა