ალექსი ახვლედიანი - ჩვენი ნავსადგურები თანამედროვე, ციფრული სისტემების წყალობით თავისუფლად შეძლებენ ინტეგრირებას გლობალური გადაზიდვების ჯაჭვში

სასტუმრო ROOMS HOTELS TBILISI-ში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, ნავსადგურების გაერთიანების სისტემის (PCS) საიმპლემენტაციო ფაზის გახსნით შეხვედრას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი, სამუშაო ჯგუფის წევრები და პროექტის პარტნიორების: საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს კარგი მმართველობის ფონდის (UK GGF), აშშ-ს ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.

„საქართველო მსოფლიოს, ევროპის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ევროინტეგრაციის პროცესს ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საზღვაო გადაზიდვებისა და სანავსადგურე სექტორის ინტეგრაცია საერთო ევროპულ სისტემაში.

„საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა" (MSW), რომლის დანერგვაც დასასრულს უახლოვდება, და „ნავსადგურების გაერთიანების სისტემა" (PCS), რომლის იმპლემენტაციასაც დღეს ვიწყებთ, სრულიად სხვა საფეხურზე აიყვანს ქართულ ნავსადგურებს. ჩვენი პორტები თანამედროვე, ციფრული სისტემების წყალობით თავისუფლად შეძლებენ ინტეგრირებას გლობალური გადაზიდვების ჯაჭვში", - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა.

„PCS-ის იმპლემენტაციის ფაზის დასრულება 2025 წლის ბოლომდე იგეგმება. სისტემის პროგრამული და მატერიალურ უზრუნველყოფისთვის, EBRD-სა და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ საერთაშორისო ტენდერით ერთობლივად შეირჩა კონტრაქტორი კომპანია Actual IT. საერთაშორისო კომპანია ინოვაციური პროექტებისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე სპეციალიზირდება.

გლობალური მიწოდების ჯაჭვში სრულყოფილად ინტეგრირებისათვის, ქართული „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა" (MSW), რომლის იმპლემენტაციაც აქტიურ ფაზაშია, სამომავლოდ, "ნავსადგურების გაერთიანებულ სისტემას" (PCS) დაუკავშირდება და შექნის ერთიან ელექტრონულ პლატფორმას საზღვაო სექტორში სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფი გაცვლისთვის. საზღვაო "ერთი ფანჯრის სისტემა" (MSW) საჯარო სერვისების: გემის შემოსვლის-გასვლის პროცესის გაციფროვნებას და პროცედურების გამარტივებას გულისხმობს, ნავსადგურის გაერთიანებული სისტემის დანერგვა კი - სანავსადგურე კერძო სერვისების გაციფროვნებას მოიცავს, რაც მათ ოპტიმიზაციას, მართვის გაუმჯობესებას და ავტომატიზაციას გამოიწვევს და ხელს შეუწყობს საზღვაო სექტორში ლოჯისტიკური ეფექტიანობის ზრდას.

წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და საზღვაო ნავსადგურების გაციფროვნების პროცესში შეტანილი წვლილისთვის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა, მადლობა გადაუხადა ნავსადგურების გაერთიანების სისტემის დანერგვის პროცესში სააგენტოს მთავარ პარტნიორს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდს (GGF), ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს (ICS) და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს