პრემიერი - „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც ჩემი ინიციატივით დაფუძნდა, 2015 წელს, იქნება კარგი შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მომხიბვლელი ადგილი გეოგრაფიული თვალსაზრისით

ხვალ, მოგეხსენებათ, რომ ვუმასპინძლებთ Silk Road Forum-ს, „აბრეშუმის გზის ფორუმს“, რომელიც ჩემი ინიციატივით დავაფუძნე 2015 წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ფორუმზე მონაწილეობას 60 ქვეყნის, 2000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს, რაც იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ წარმოჩინდეს საქართველო, როგორც საინტერესო ქვეყანა გეოგრაფიული თვალსაზრისით.

„ფორუმი იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მომხიბვლელი, ასე ვთქვათ, ადგილი გეოგრაფიული თვალსაზრისით, ასევე ზოგადად საინვესტიციო და საერთოდ ამ დიდი პროექტით, რომელსაც ჰქვია „შუა დერეფნის“ განვითარება. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩვენს ინტერესს ემსახურება და ამას გარდა, რომ ახლა მინდა თქვენს კითხვას დავუბრუნდე და ვუპასუხო, მე ჩემს გამოსვლაში ვისაუბრე, რომ საქართველომ ძალიან გამჭვირვალე პროცესი განახორციელა და ამ თორმეტივე რეკომენდაციას ჩვენ მაქსიმალურად ვუპასუხეთ. ჩვენ შევასრულეთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება