ირაკლი ღარიბაშვილი - როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია იმიტომ, რომ მას პრეზიდენტობის ვადა უმთავრდება და პოლიტიკაში დარჩენა უნდა

როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია იმიტომ, რომ მას პრეზიდენტობის ვადა უმთავრდება და პოლიტიკაში დარჩენა უნდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც კანდიდატის სტატუსის მოპოვების მიმართულებით პრეზიდენტის მოქმედებები და გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ოპოზიციასთან კოორდინაცია და აფილაციაც სწორედ პოლიტიკაში დარჩენის სურვილით აიხსნება.

„მე ასე ავხსნიდი, რომ ყველაფერი უკავშირდება მის ამ სურვილს, რომ ალბათ პოლიტიკაში დარჩენა უნდა. მისი აფილაცია, კოორდინაცია და შეთანხმებული მოქმედებები ოპოზიციასთანაც მხოლოდ ამას ადასტურებს. მე ზედმეტი კომენტარის გაკეთება აღარ მსურს, ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, მინდა ყველას წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ოპოზიციაში პოზიტიური მოლოდინები არსებობს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და თავის გამართლებას ცდილობენ ისეთი უსუსური განცხადებებით როგორიცაა - „კანდიდატის სტატუსი" ხალხმა უნდა მიიღოს“.

„საერთოდ ძალიან უსუსურად გამოიყურება მთელი ეს ოპოზიცია. ისინი ამბობენ, რომ „თუ მიიღებს სტატუსს ქვეყანა...“ როგორც ჩანს, მათ იციან, რომ მართლაც რაღაც პოზიტიური დინამიკაა, რაღაც ხდება, პოზიტიური მოლოდინები არსებობს, და წინასწარ თავს იზღვევენ და ასეთი უსუსური გამართლება აქვთ, რომ კანდიდატის სტატუსი ხალხმა უნდა მიიღოს. უკაცრავად და ხალხის არჩეული მთავრობა ვართ ჩვენ, ხალხის დაკვეთაც ვასრულებთ ჩვენ, მთავრობა. ხალხის დაკვეთა იყო ის, როცა მე პირადად მქონდა ის ბედნიერება, რომ ხელი მოვაწერე ასოცირების შეთანხმებას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი, მოვაწერეთ ხელი თავისუფალ ვაჭრობას და ევროპული პერსპექტივა მივიღეთ, რომელზეც ვერ იოცნებებდა ვერც სალომე ზურაბიშვილი, ვერც ოპოზიცია და ვერც ვერავინ ქვეყანაში, ეს ყველაფერი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა ხელისუფლებამ. სტატუსს როცა მიიღებს ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, ხალხთან ერთად, ვიანიდან ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის სახელით და ქართველი ხალხისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს