ჯო ბაიდენი - ისრაელელები და პალესტინელები ვერ დაუბრუნდებიან სტატუს-კვოს, ეს ნიშნავს, რომ „ჰამასი“ ვეღარ შეძლებს ისრაელის დატერორებას და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენებას

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელს აქვს პასუხისმგებლობა, „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმას უპასუხოს, მაგრამ მან მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვა უნდა უზრუნველყოს. აშშ-ის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ რეგიონი ვერ დაუბრუნდება თავდასხმამდე არსებულ სტატუს კვოს.

„ისრაელელები და პალესტინელები იმსახურებენ გვერდიგვერდ ცხოვრებას უსაფრთხოდ, ღირსეულად და მშვიდობიანად. არანაირი დაბრუნება იმ სტატუს კვოში, რომელიც იყო 6 ოქტომბერს. ეს ნიშნავს, რომ „ჰამასი“ ვეღარ შეძლებს ისრაელის დატერორებას და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენებას. ეს ასევე ნიშნავს, რომ როდესაც ეს კრიზისი დასრულდება, უნდა არსებობდეს ხედვა იმის შესახებ, თუ რა მოხდება შემდეგ. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტა და ეს ნიშნავს კონცენტრირებულ ძალისხმევას ყველა მხარისთვის, ისრაელელებისთვის, პალესტინელებისთვის, რეგიონული პარტნიორებისთვის, გლობალური ლიდერებისთვის, რათა დაგვაყენონ მშვიდობის გზაზე“, - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ „ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელებს.

„„ჰამასი“ იმალება პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის უკან და ეს საზიზღარი და ლაჩრული საქციელია. ეს დამატებით ტვირთად აწვება ისრაელს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სდევნიან „ჰამასს“, ეს არ ამცირებს ომის კანონების შესაბამისად მოქმედების აუცილებლობას. ისრაელმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რაც არ უნდა რთული იყოს ეს, რომ დაიცვას უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება