ემანუელ მაკრონი - თუ სახმელეთო შეჭრა საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, მისი დაწყება ისრაელისთვის შეცდომა იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ისრაელის მიერ ღაზაში სახმელეთო შეჭრა შეცდომა იქნება.

მაკრონმა კაიროში ვიზიტისას განაცხადა, რომ სახმელეთო შეჭრა ზიანს მიაყენებს სამოქალაქო პირებს ისრაელის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე.

„რაც შეეხება სახმელეთო შეჭრას, თუ ის მთლიანად მიმართული იქნება ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ, ეს არის არჩევანი, რომელიც მას აქვს, მაგრამ თუ ეს იქნება მასიური ოპერაცია, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება შეცდომა ისრაელისთვის“, - განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ საფრანგეთი აღიარებს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი.

ცნობისთვის, მაკრონი გუშინ იორდანიის დედაქალაქ ამანს ეწვია, მას შემდეგ, რაც სამშაბათს შეხვედრები გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასთან. ამის შემდეგ კი ის კაიროში ჩავიდა, სადაც ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატა ალ-სისის შეხვდა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა