აშშ-ში, მასობრივი სროლის შედეგად, მინიმუმ 22 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის მეინის შტატის ქალაქ ლუისტონში მასობრივი სროლის შედეგად მინიმუმ 22 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ასევე იუწყება, რომ დაშავებულია 50-60 ადამიანი.

პოლიციამ განაცხადა, რომ სროლა რამდენიმე ადგილას მოხდა. მათი ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს და მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. მოსახლეობას სახლებში ყოფნისკენ მოუწოდა ლუისტონის მერმა, კარლ შელინმაც.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

გიორგი გობრონიძე - ხელისუფლება საზოგადოებასთან ბოლომდე გულწრფელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო