BBC - ევროკავშირის ლიდერები დღეს, სავარაუდოდ, ისრაელი-„ჰამასის“ ომში ჰუმანიტარულ პაუზას მხარს დაუჭერენ

ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში სამიტს გამართავენ და სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ მოწოდებას ისრაელი-„ჰამასის“ ომში ჰუმანიტარული პაუზის შესახებ.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების გაუარესება სერიოზული შეშფოთების საგანია და ლიდერები მზად არიან, ხელი შეუწყონ მშვიდობიანი მოსახლეობის წვდომას საკვებთან, წყალთან, სამედიცინო დახმარებასთან, საწვავსა და თავშესაფართან.

ევროკავშირის ლიდერები იმედოვნებენ, რომ ეს უფრო უსაფრთხო პირობებს შექმნის 200-ზე მეტი მძევლის გასათავისუფლებლად, რომლებიც „ჰამასის“ შეიარაღებულმა პირებმა 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს დააკავეს.

BBC-ი წერს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მკვეთრად განსხვავებული შეხედულებები აქვთ და ეს ყველაფერი ძალიან დამაბნეველ სურათს ქმნის. ზოგიერთს შენიშვნები აქვს ბრძოლის შეჩერების მოწოდებასთან დაკავშირებით და ამტკიცებს, რომ ეს შეიძლება ჩაითვალოს ისრაელის თავდაცვის უფლების შეზღუდვად. გერმანიამ, ავსტრიამ, უნგრეთმა და ჩეხეთმა ისრაელის მხარდაჭერის მტკიცე პოზიცია დაიკავეს. ესპანეთისა და ირლანდიის პოზიცია კი უფრო მეტად პალესტინასთანაა თანხვედრაში.

„ევროკავშირი წარმოადგენს 27 ქვეყანას, რომლებსაც ფუნდამენტურად საპირისპირო შეხედულებები აქვთ ახლო აღმოსავლეთის შესახებ“, - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა BBC-თან საუბარში.

გამოცემა წერს, რომ ეს ნათელი გახდა მიმდინარე კვირის დასაწყისში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, როდესაც, გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგ გამოვიდა იმ საბაბით, რომ „ჰამასი“ ჯერ კიდევ ისროდა რაკეტებს ისრაელისკენ. შედეგად, ევროკავშირი დღემდე ვერ შეთანხმდა იმაზე, თუ რა სახის პაუზაა საჭირო.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო