აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინის დახმარებას „გარკვეული პირობებით“ უჭერს მხარს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინის დახმარებას „გარკვეული პირობებით“ უჭერს მხარს.

ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

„ჩვენ ამის შესახებ გარკვეული პირობები გვექნება, ასე რომ ჩვენ ვმუშაობთ“, - ასე უპასუხა მაიკ ჯონსონმა შეკითხვას უკრაინის მიმართ დახმარების გაზრდასთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვსურს ანგარიშვალდებულება და მიზნები, რომლებიც ნათელი იქნება თეთრი სახლისგან. ჩვენ ვაპირებთ დისკუსიებს. ეს იქნება ძალიან პროდუქტიული“, - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის ახალმა სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ მაიკ ჯონსონი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად გუშინ აირჩიეს.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ