Reuters - ჩინეთის საჰაერო ძალების 15 თვითმფრინავი ტაივანის საჰაერო სივრცეში შევიდა

ჩინეთის საჰაერო ძალების 15 თვითმფრინავი ტაივანის საჰაერო სივრცეში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი, ტაივანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს დილით, ჩინეთის საჰაერო ძალების 15 თვითმფრინავი, მათ შორის, მოიერიშე თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები, ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში შევიდა.

ტაივანი, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად აცხადებს, ბოლო რამდენიმე წელია, ჩინეთს კუნძულის გარშემო განხორციელებული სამხედრო მოქმედებების გამო აკრიტიკებს.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება