ზურაბ პოლოლიკაშვილი - „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია დღევანდელ გარემოში, როცა რეგიონში სხვადასხვა სახის გამოწვევებია

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მნიშვნელოვანი და დროული ღონისძიებაა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.

ამასთან, მისივე თქმით, ჩინეთის ბაზრის გახსნა და ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება ქართულ ეკონომიკას დიდ სარგებელს მოუტანს.

„ის, რომ მასშტაბური დელეგაციები ესწრებიან და ამდენი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელია ჩამოსული, ტურიზმის ნაწილიცაა წარმოდგენილი ამ ფორუმზე. აქედან გამომდინარე, ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია დღევანდელ გარემოში, როცა სხვადასხვა სახის გამოწვევებია რეგიონში. რამდენიმე თვეა, რაც ჩინეთის ბაზარი გაიხსნა, ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია ტურიზმის სექტორში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ღონისძიებას. ამასთან, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმიც ძალაში რამდენიმე კვირის წინ შევიდა. ეს ხელს შეუწყობს ჩინელი ტურისტების ვიზიტებს. ეს ძალიან დიდი ნაბიჯია. ბევრი ქვეყანა ინვესტიციას ახდენს ჩინელი ტურისტების მოსაზიდად, ეს მარტივი სვლით გაკეთდა და დარწმუნებული ვარ, საკმაოდ დიდ სარგებელს მოუტანს ქართულ ეკონომიკას. რაც შეეხება პოსტპანდემიურ სიტუაციას, პოსტპანდემიური სიტუაციის შემდეგ მარტო საქართველოში არა, მთელს მსოფლიოში და იმ ქვეყნებში განსაკუთრებით, სადაც ტურიზმის სექტორი იყო განვითარებული ძალიან მალე მოხდა ყველაფრის აღდგენა. მსოფლიოში 85%, ევროპაში კი 90%-ითაა აღდგენილი ტურისტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით. მოხარული ვარ, რომ რეგიონული განვითარება სწრაფად მიდის. ჩვენი ქვეყანა მრავალფეროვანია, კომპაქტურია და აუცილებელია, რომ რეგიონული განვითარება სწორად და თანმიმდევრულად მოხდეს, რაც ხდება კიდეც. ასევე, კერძო სექტორი პარალელურად მიყვება ამ განვითარებას, ჩნდება ახალი სასტუმროები, ახალი ტურისტული ობიექტები. ეს, საბოლოო ჯამში, მოუტანს იმ ადამიანებს სარგებელს, ვინც ამ სექტორში არიან დასაქმებულები“, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო