„ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია, კამპანიის ფარგლებში, აშშ-ს სენატში და სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს აგრძელებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია, კამპანიის ფარგლებში, აშშ-ს სენატში და სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს აგრძელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან კარგად ესმის, რომ ახლა ქართველი ხალხისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში და პოსტ საბჭოთა სივრცე საბოლოოდ დატოვოს.

„გუშინ ძირითადი შეხვედრები კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში გვქონდა, დღეს უკვე შეხვედრები გვაქვს სენატში, ისევე როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში. ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ახლა არის უნიკალური შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავიდეს საქართველო პოსტ საბჭოთა სივრციდან, წინ წავიწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, მაგრამ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხალხს წაართვას ეს არჩევანი. რა ბერკეტები გააჩნია აშშ-ს? სანქციები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც აამუშავა აშშ-მ კორუმპირებულ მოსამართლეებთან და ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებაში. კონკრეტულად ის მოიხსენია, როგორც რუსი სამხედრო ოლიგარქი, რომელიც ცდილობდა „ეფესბეს” დახმარებით რუსული გავლენები გაეძლიერებინა ქართულ პოლიტიკაში რა ბუნებრივია, ეს არის პირდაპირი მინიშნება ივანიშვილზე. ასე რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილეთ სანქციები და ასევე ის პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც გააღრმავებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს. ამას აუცილებლად გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც შეიცვლება რუსული ხელისუფლება და ხელისუფლებაში პროდასავლური კოალიციური ძალების ერთობა მოვა, რომელიც გააღრმავებს ამ ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ ურთიერთობას, რომელიც საქართველოს უნდა ჰქონდეს აშშ-თან სავაჭრო ურთიერთობებში, სტრატეგიულ ურთიერთობებში. ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო