„აბრეშუმის გზის ფორუმის“ პირველ პანელზე „პეისერას“ თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი აუდრიუს ლუჩიუნასი წარდგება

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ პირველ პანელზე, დღეს, 14:00 საათზე „პეისერას“ თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი აუდრიუს ლუჩიუნასი წარდგება.

26-27 ოქტომბერს საქართველო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ უმასპინძლებს. მასშტაბური ფორუმი, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, წელს მეოთხედ იმართება.

შუა დერეფანი, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, საპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, პორტები, ინოვაციები და ფინანსური ტექნოლოგიები, ინვესტიციები - ეს და სხვა საკითხები იქნება საქართველოში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმის ძირითადი საკითხები, რომლებზეც საქართველოში ორი დღის განმავლობაში პანელურ დისკუსიებსა და B2B შეხვედრების დროს.

აუდრიუს ლუჩიუნასი „პეისერას“ თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრია. ის გამოცდილი მეწარმე და კონსულტანტია, რომელიც კომპანიებს განვითარებაში ეხმარება. თავისი კარიერის განმავლობაში მან შექმნა რამდენიმე წარმატებული კომპანია ფინტექში, IT უსაფრთხოების, ელექტრონული კომერციისა და ტრადიციული საცალო ვაჭრობის სფეროში.

„პეისერას“ პარტნიორი კი საქართველოში „პეისერა ბანკი საქართველოა“, რომლის გენერალური დირექტორიც, დიმიტრი ქუმსიშვილია. „პეისერა ბანკი“ პირველი ციფრული ბანკია ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებლებს ექსკლუზიურ და ინოვაციურ სერვისს და პირობებს სთავაზობს. სწორედ ამან განაპირობა პანელის პირველივე დღეს, „პეისერას“ თანადამფუძნებლით დაინტერესება, რომელიც ციფრულ ფინანსურ ინფრასტრუქტურაში ბლოკჩეინის როლზე ისაუბრებს.

პანელური დისკუსია თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება