სოზარ სუბარი - ახლა შექმნან „მოღალატე.ჯი“, ან „ანტიდასავლეთი.ჯი“ და მათი გვარები ჩაყარონ იქ, ვინც დადიოდა ევროკავშირში და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას უშლიდა ხელს

ახლა საქართველოს მართლაც დიდ მეგობარზე, ორბანზე ამბობენ - რად გვინდა მისი მხარდაჭერა, როცა ის არის პრორუსი და პუტინისტი ხელისუფალიო - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები იმდენად არიან თავიანთ ცრუ „ბაბლში“ მოქცეულნი, ვეღარ აზროვნებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანას და მმართველ ძალას რაიმე ავნონ.

„ახლა შექმნან „მოღალატე.ჯი“, ან „ანტიდასავლეთი.ჯი“ და მათი გვარები ჩაყარონ იქ, ვინც დადიოდა ევროკავშირში და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას უშლიდა ხელს. სამნიძემ გააკეთოს ასეთი რამ.

ეს დაახლოებით იგივეა, ახლა საქართველოს მართლაც დიდ მეგობარზე, ორბანზე რომ ამბობენ - რად გვინდა მისი მხარდაჭერა, როცა ის არის პრორუსი და პუტინისტი ხელისუფალიო. 19 წელია უნგრეთი ევროკავშირის წევრია. ამ 19 წლიდან, 17 წელი ქვეყნის პირველი პირი არის ორბანი. 17 წელი ეს ადამიანი მმართავს უნგრეთს. ე.ი უნგრელი ხალხი ირჩევს ანტიდასავლელ, პუტინისტ, პრორუსს, ანტიუნგრულ ხელისუფლებას და პარტიას ამ ხნის განმავლობაში? რაღაც არ გამიგია, რომ უნგრეთში არჩევნები გაყალბდა. ანუ, ხალხი იმდენად დაბრმავებულია, რომ არ იცის, ვინ აირჩიოს? ესეც ხომ შეურაცხყოფაა, არა მხოლოდ საქართველოს მეგობრის და იმ ადამიანის, რომელიც ყველაფერს აკეთებს საქართველოს კანდიდატის მისაღებად, არამედ მთელი უნგრელი ხალხის შეურაცხყოფაა და მათ წინააღმდეგაა მიმართული.

ამას ვერ ხვდება ეს ოპოზიცია, ან ხვდება და არ აწუხებს, იმდენად არიან ამ თავის ცრუ „ბაბლში “ მოქცეული, ვეღარ აზროვნებენ და ვეღარ გადიან იმის იქით. ოღონდ რამე ავნონ ჩვენს ქვეყანას, მმართველ ძალას და ყველაფერზე მიდიან, ვის რა დააბრალონ აღარ იციან“, -განაცხადა სუბარმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო