„საქართველოს ბანკსა“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს ბანკი“ საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას აქტიური რეჟიმით განაგრძობს. ამჯერად თანამშრომლობის მემორანდუმი ბანკსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ და „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ მოაწერეს.

ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ბანკის ცნობით, მხარეებს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობას, მომავალი კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებისათვის მოქმედ პროფესიონალებსა და სტუდენტებს შორის გამოცდილების გაზიარებას. პარტნიორობის ფარგლებში, KIU და „საქართველოს ბანკი“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ხელს შეუწყობენ, სასწავლო პრაქტიკა და სტაჟირების პროგრამები გაიარონ. შესაბამისად, კვალიფიკაცია აიმაღლონ და დასაქმდნენ. პარტნიორობა ასევე სტუდენტებისთვის კონკურსებისა და შეჯიბრებების, სტიპენდიების პროგრამების განხორციელებას, მათთვის სპეციალური შეთავაზებების შექმნას ითვალისწინებს.

„მოხარული ვარ, რომ ასეთი მაღალი დონის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ერთობლივად განვახორციელოთ სტუდენტებისთვის საჭირო და საინტერესო აქტივობები. ხელი შევუწყოთ მათ, თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ და დასაქმების შესაძლებლობები გაზარდონ. ჩვენ უნივერსიტეტთან ასევე, სასტიპენდიო პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლებთ და სტუდენტებს მივცემთ შესაძლებლობას, მიიღონ 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. „საქართველოს ბანკში“ გვჯერა ახალგაზრდების, მათი უსაზღვრო შესაძლებლობების და იმის, რომ სწორედ ისინი შეცვლიან ჩვენ ქვეყანას უკეთესობისკენ. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ მიზნის შესრულებაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც დაგვეხმარება“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია საჯარო-კერძო პარტნიორობა და სხვადასხვა პროფილის კერძო სექტორის წამყვან ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. გვიხარია, რომ ჩვენს პარტნიორებს ისეთი ორგანიზაცია შეემატა როგორიც “საქართველოს ბანკია“. თანამშრომლობის ფარგლებში, KIU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტაჟირება გაიარონ, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მომავალში დასაქმდნენ კიდეც აღნიშნულ ფინანსურ ინსტიტუტში. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა საინტერესო იქნება ასევე პარტნიორი ორგანიზაციისათვის, ახალგაზრდა ტალანტების მოზიდვის კუთხით. მათ ჩვენ კვალიფიცირებულ მოტივირებულ კურსდამთავრებულებს ვთავაზობთ, რომლებსაც სურვილი ექნებათ, ქვეყნის შიგნით დასაქმდნენ. ვფიქრობ, სწორედ ამ ტიპის თანამშრომლობის ფარგლებში, იქნება შესაძლებელი გაძლიერდეს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური ეკოსისტემა“, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ.

ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 160 ჰექტარ მიწის ფართობზეა გაშენებული და ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს მოიცავს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020-2021 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. დღეისათვის უნივერსიტეტში 1 200-ამდე სტუდენტი სწავლობს. KIU-ს პარტნიორია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM and TUM International)”,- აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა