პრემიერი - არც ეკონომიკური განვითარება და არც რეგიონული ჰაბის განვითარება არ იქნება შესაძლებელი, თუ არ მოხდება სათანადო დაგეგმვა და თუ არ დავიცავთ დემოკრატიულ ფასეულობებს - ამიტომ, შარშან მივიღეთ „ხედვა 2030“ - საქართველოს განვითარების სტრატეგია

2023 წელს Numbeo Crime Index ასახელებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში, ევროპაში არის მე-8 ადგილზე და მე-18 - მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა ამ შესანიშნავი შედეგებისა, “Fitch Ratings”-მა დაადასტურა საქართველოს ასეთი რეიტინგი, BB რეიტინგი მიენიჭა და 2023 წლის ივლისში დადებითი პერსპექტივაც უკვე სახეზე იყო.

„არც ეკონომიკური განვითარება და არც რეგიონული ჰაბის განვითარება არ იქნება შესაძლებელი, თუ არ მოხდება სათანადო დაგეგმვა და თუკი ჩვენ არ დავიცავთ დემოკრატიულ ფასეულობებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ შარშან მივიღეთ „ხედვა 2030“, ეს არის საქართველოს განვითარების სტრატეგია, რომელიც ყოვლისმომცველ ეროვნული პოლიტიკის დონის დოკუმენტს წარმოადგენს. სწორედ ეს არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, სადაც მოცემულია მთავარი ამოცანები და პრიორიტეტები იმისათვის, რომ საქართველომ 2030 წელს მიაღწიოს განვითარებას და ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს დღის წესრიგთან ერთად, ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან ერთად. სტრატეგიის მიზანია, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ სოციალურ თანასწორობას, სტაბილურობას, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას საქართველოში. მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური სიძლიერე და ასევე ამ გაძლიერებაზე ორიენტირებული ძალისხმევა ჩვენ გვპირდება იმას, რომ უფრო მეტად გაიზრდება კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა.

საქართველო ასევე სარგებლობს საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერით და მართლაც, ეს უფრო აისახება ინვესტორებისთვის დადებით სარისკო მდგომარეობად. ჩვენს წინაშე უკვე არსებობს შესაძლებლობები, რომ ჩვენ უფრო უზრუნველვყოთ დაცულობის შესაძლებლობები და საერთაშორისო დონეზე მოხდეს დივერსიფიკაცია.

მნიშვნელოვანია, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკოსისტემაც არსებობდეს. ასევე, ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, უკვე შთამბეჭდავი არის ეს ყველაფერი და ჩვენი ქვეყნის პოზიცია უკვე სხვადასხვა ინდექსებით გამყარებულია, როგორიც არის მაგალითად ბიზნესის კეთების სიმარტივე, მმართველობა ან კანონის უზენაესობა.

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ როგორც რეგიონული ცენტრის პოზიციის ქვეყანა, ჩვენი მიზანი არის, რომ განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენ ვავითარებთ ახალ პორტს ანაკლიაში, ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და ეს არის პრიორიტეტი ჩვენთვის. ჩვენი, როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობისთვის და ეს მწვანე ველი თუ მწვანე სფერო ნამდვილად უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ღრმაწყლოვანი პორტი გვექნება, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იქნება განთავსებული. ნამდვილად, ეს იქნება შესაძლებლობა იმის, რომ ყოველწლიურად 100 მლნ ტონის გადაზიდვა მოხდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი ანთაძე - თუ ასე გაგრძელდა, დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას და სათანადო რელსებზე დაბრუნებას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს, ან კიდევ სულაც წარმოუდგენლად გართულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2024
რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია