პრემიერი - მოველით, რომ 2024 წელს იქნება პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც და ასევე, წყალქვეშა ელექტროკაბელის პარალელურად, ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი დააკავშირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას სამხრეთ კავკასიასთან და საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ წვდომა უფრო სწრაფ ინტერნეტ კავშირზე

სტრატეგიულმა შეთანხმებამ, რომელიც გაფორმდა 2022 წლის დეკემბერში, ბუქარესტში და მას ხელი მოაწერეს ლიდერებმა, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, უნგრეთიდან და რუმინეთიდან, მყარი საფუძველი შექმნა ენერგეტიკული პარტნიორობისთვის და მსოფლიო ბანკი უკვე მიიჩნევს, რომ ეს არის უკვე ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი შეთანხმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, „ჩვენ მოველით, რომ 2024 წელს იქნება პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც და ასევე, წყალქვეშა ელექტროკაბელის პარალელურად კიდევ ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი პირდაპირ დააკავშირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას სამხრეთ კავკასიასთან და საქართველოს მოქალაქეებს უკვე ექნებათ წვდომა უფრო სწრაფ და სტაბილურ ინტერნეტ კავშირზე“.

„გარდა ამისა, შავ ზღვაში საბორნე მიმოსვლა გააქტიურდება, რომელიც დააკავშირებს საქართველოს რუმინეთთან და ბულგარეთთან და გააძლიერებს, საერთაშორისო ტრანსპორტირებას, განსაკუთრებით შუა დერეფნის გასწვრივ. ასევე, სატრანსპორტო მარშრუტების გაციფრულება შავ ზღვაში, ეს არის შემდეგი ნაბიჯი ამ დერეფნის განვითარებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ