მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი - მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, შეუერთდეს ევროკავშირს

დღეს, გლობალიზებულ სამყაროში, არ არის მნიშვნელოვანი, რამდენად დიდია ქვეყანა, მნიშვნელოვანია, რამდენად დიდია იდეა, რომელიც გვაქვს და რომლის ხელშეწყობაც და მიღებაც შეგვიძლია, - ამის შესახებ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა, დრიტან აბაზოვიჩმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მონტენეგრო, ისევე როგორც საქართველო, ცდილობს ხიდის როლი შეასრულოს, დააახლოოს მეზობლები, დააახლოოს ადამიანები და დაინახოს შესაძლებლობები, როგორ შეიძლება, მომავალში უფრო მეტი სიბრძნე და ჭკუა გამოვიჩინოთ იმისთვის, რომ ევროპის დანარჩენი ნაწილისთვის კარგი გავაკეთოთ. იდეა ძალიან მარტივია. ჩვენ არ შეგვიძლია, შევცვალოთ წარსული, ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ მხოლოდ მომავალი, ერთადერთი რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და ის, რაც ჩვენი ვალდებულებაა, არის ის, რომ შევცვალოთ მომავალი. შევცვალოთ მომავალი უკეთესობისკენ, რომ ხელი შევუწყოთ მეტ მშვიდობას, მეტ სტაბილურობას, მეტ კარგ პროექტს, მეტ ინფრასტრუქტურას და ადამიანების დაახლოებას.

განსაკუთრებით მივულოცავ ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან დღეს აქ ერთად შეკრიბა ჩვენი ორი კოლეგა ჩვენი მეგობრები, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები, მონტენეგროს ორი მეგობარი ქვეყნის პრემიერები და ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გზა იმისთვის, რომ ვისაუბროთ მომავალ მნიშვნელოვან პროექტებზე. მნიშვნელოვანზე არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის, არამედ ასევე ევროპისა და აზიისთვის.

დღეს, გლობალიზებულ სამყაროში, არ არის მნიშვნელოვანი, რამდენად დიდია ქვეყანა, მნიშვნელოვანია, რამდენად დიდია იდეა, რომელიც გვაქვს და რომლის ხელშეწყობაც და მიღებაც შეგვიძლია. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ წვდომაზე, ვისაუბროთ გზებზე, აეროპორტებსა და პორტებზე. და ამ აზრით, ყოველი ინიციატივა, „აბრეშუმის გზა“, ყველაფერი, რის შესახებაც ჩვენ დღეს აქ მოვისმინეთ ჩვენი კოლეგებისაგან და ამ ფორუმის განმავლობაში იქნება გადამწყვეტად მნიშვნელოვანი მომავლისთვის და მშვიდობისთვის. მშვიდობის გარეშე პროგრესის მიღწევის შესაძლებლობა არ არსებობს“, - განაცხადა მონტენეგროს პრემიერმა.

მისი თქმით, დღეს მსოფლიო დიდი გლობალური გამოწვევების წინაშე დგას. ამ კონტექსტში, დრიტან აბაზოვიჩმა კონფლიქტების დიალოგის გზით გადაჭრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ამჟამად ძალიან ცუდი სიტუაციაა და ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისთვის. უნდა დავსხდეთ, ვისაუბროთ იმისთვის, რომ ვნახოთ გამოსავალი. პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობა მიუღებელია. ეს არის აზროვნების პრიმიტიული გზა. ძალადობა არ არის იარაღი, ადამიანების მოკვლა, ინფრასტრუქტურის, სახლების განადგურება არ არის იარაღი. იარაღი არის დიპლომატიის გამოყენება, ერთად დასხდომა და გამოსავლის პოვნა, შესაძლოა, ამას მეტი დრო სჭირდება, მაგრამ უკეთესი შედეგი აქვს“, - აღნიშნა მონტენეგროს პრემიერმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მონტენეგრო მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, შეუერთდეს ევროკავშირს.

„ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მკაფიო საგარეო პოლიტიკა, ძალიან მკაფიო მიზანი, რომ ევროკავშირის პირველი ახალი წევრი გავხდეთ. ამ თვალსაზრისით ჩვენ მხარს ვუჭერთ სხვა ქვეყნების, კერძოდ საქართველოს და რა, თქმა უნდა სხვა ქვეყნების, პოლიტიკურ მისწრაფებას შეუერთდნენ ევროკავშირს და ვფიქრობთ, რომ ღია კარის პოლიტიკა პრინციპივით უნდა იყოს, ქვეყნებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელ ორგანიზაციაში სურთ გაწევრიანება და რომელ კლუბში მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ არ შეუქმნან პრობლემები სხვა ქვეყნებს, ეს არის მთავარი პრინციპი“, - აღნიშნა დრიტან აბაზოვიჩმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა