ნიკოლ ფაშინიანი - ამ ეტაპზე, ვმუშაობთ, შეთანხმების პროექტზე აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად შეთანხმების პროექტზე მუშაობს, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება. ამის შესახებ მან „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ, ამ ეტაპზე, ვმუშაობთ, შეთანხმების პროექტზე აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი შემდეგ რამდენიმე თვეში დასრულდება. ასევე, მიმაჩნია საჭიროდ, რომ მშვიდობის საკითხზე წარმოვადგინო კიდევ ორი დამატებითი ასპექტი, რომელზეც აზერბაიჯანთან შევთანხმდით. სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ორივე მხარის მიერ გაკეთებული განაცხადებები არ დატოვებს არანაირ სივრცეს საიმისოდ, რომ მეორე მხარემ არ აღიაროს საპასუხო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გარდა საერთაშორისო აღიარებული საზღვრის ფარგლებში გაცხადებული ტერიტორიებისა. ამ პრინციპებზე დაყრდნობით, იმედი გვაქვს, რომ შემდეგ რამდენიმე თვეში, აზერბაიჯანთან მოვაწერთ ხელს მშვიდობაზე და განვაახლებთ ჩვენს ურთიერთობებს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა, რომლის განცხადების თარგმანს „იმედი" ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება