მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილი დღეს „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტია, თავის თანამოაზრეებს და პოლიტიკურ თანამებრძოლებს რაზე ხვდება, უკვე საინტერესო აღარ არის

სალომე ზურაბიშვილი დღეს „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტია, თავის თანამოაზრეებს და პოლიტიკურ თანამებრძოლებს რაზე ხვდება, უკვე საინტერესო აღარ არის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის გეგმები და რას ემსახურება ოპოზიციასთან, დიპლომატებთან მისი შეხვედრები, მდინარაძე ასე პასუხობს:

„ეს კითხვა უკვე იცით, როგორ შემიძლია განვიხილო? რას ემსახურება ხაბეიშვილის და მეორე „ნაცის“ ერთმანეთთან შეხვედრები. რას ემსახურება და კოორდინაციას, შიდა პარტიულ მავნე გეგმებს, მის განხორციელებას და მის დაგეგმვას. სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები „ნაცებთან“, აღარ არის პრეზიდენტის და „ნაცების“ შეხვედრა, ორი „ნაცი“, სამი „ნაცი“ თუ ასი „ნაცი“ ერთმანეთს რაზე შეხვდება, მნიშვნელოვანი აღარ არის. ქალბატონმა სალომემ აირჩა გზა, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ გზა ეწოდება, ის დღეს უკვე „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტია, ქართველი ხალხის უმრავლესობისგან მას ლეგიტიმაცია არ აქვს, ხალხის უმრავლესობამ მას უარი უთხრა იმ გეგმებზე, რასაც ის აკეთებს და შესაბამისად, ის დღეს „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტია, თავის თანამოაზრეებს და პოლიტიკურ თანამებრძოლებს რაზე ხვდება, უკვე საინტერესო აღარ არის“, - განაცხადა მდინარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო