გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ვაჭრობითა და დისტრიბუციით, იმპორტ-ექსპორტით დაკავებული მსხვილი კომპანიების (Jilin Sifang Trading Co, Zhangjiakou Sugar and Wine Food Co, Liaoning Xinhong Yingmin Industrial Co, Henan Wine Convenience Commercial Co, Baofeng Baijiu Industry Sales LLC,aofeng Baijiu Industry Co), ასევე, ჩინეთის სპირტიანი სასმელების ეროვნული ასოციაციისა და ჩინეთის საკვებისა და ფერმენტაციის ინდუსტრიის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები, საქართველოში ქართული ღვინის ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის, ასევე საექსპორტო პოტენციალის გაცნობის მიზნით იმყოფებიან.

როგორც იური ნოზაძემ აღნიშნა, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ხანგრძლივი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები არსებობს.

„ბოლო წლებში, სამთავრობო დონეზე გააქტიურებული კავშირები და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება კი, კარგი შესაძლებლობაა ორ ქვეყანას შორის არაერთი მიმართულებით გაღრმავდეს თანამშრომლობა. საქართველოსთვის მევენახეობა-მეღვინეობა ყოველთვის იყო და არის პრიორიტეტული მიმართულება. ბოლო 10 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგად, დარგი მნიშვნელოვნად განვითარდა - გაიზარდა ვენახების ფართობები, გადაიარაღდა არსებული და შეიქმნა ახალი საწარმოები, განვითარდა საოჯახო, მცირე და საშუალო მარნები. რაც მთავარია, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია ღვინის ექსპორტმა. არაერთი ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად არის განსაზღვრული. შესაბამისად, ჩვენ, ქართული ღვინის ცნობადობის, პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, ჩინეთში სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას აქტიურად ვახორციელებთ, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ჩინეთის ბაზარზე მნიშვნელოვან ზრდას“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჩინეთის სპირტიანი სასმელების ეროვნული ასოციაციის (China National Association for Liquor and Spirits Circulation) ვიცეპრეზიდენტმა, იუან ლიუმ (Yuan LIU) განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტის მიზანია, გაეცნონ უნიკალური ქართული ღვინის წარმოების ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს, რათა შეძლონ უკეთ წარუდგინონ ჩინეთის მოსახლეობას.

„ჩვენი დელეგაციის წევრების უმეტესობა პირველად იმყოფება საქართველოში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის დადებითი შთაბეჭდილებები, რაც ქართულმა სტუმართმოყვარეობამ და უნიკალურმა ღვინოებმა მოგვანიჭა. ვფიქრობ, ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი გააჩნია ჩინეთის ბაზარზე. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ღვინის წარმოების დიდი ისტორია, ჯიშური მრავალფეროვნება, უნიკალური ქვევრის ღვინო ჩინეთის საზოგადოებამ კარგად უნდა გაიცნოს. შესაბამისად, სახელმწიფო დონეზე ურთიერთობების გაღრმავებით, საჭირო ბიზნესკავშირების დამყარებით და მარკეტინგული აქტივობებით, შესაძლებელი იქნება ჩინეთის ბაზარზე კიდევ უფრო აქტიურად მოხდეს ქართული ღვინის პოპულარიზაცია და გაიზარდოს ექსპორტი“, - განაცხადა იუან ლიუმ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, მათ შორის, ღვინის გამოფენის „საქართველო ღვინის აკვანი“ და მაღალი დონის ღვინის ტურიზმის ფორუმის ჩატარების საკითხები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ქართლისა და კახეთის რეგიონებში, ღვინის მწარმოებელ საწარმოებს დაათვალიერებენ, გაეცნობიან ღვინის დაყენების როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე მეთოდებს და ქართული ღვინის სახეობებს დააგემოვნებენ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა