თეონა ჭალიძემ სოციალური პროგრამების საარჩევნო მიზნებისთვის შესაძლო გამოყენების საკითხებზე მესამე სექტორთან შეხვედრა გამართა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბრისას ხაზი გაესვა სოციალური პროგრამების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების მონიტორინგის აუცილებლობას და პრევენციის კონკრეტული მექანიზმების განისაზღვროს.

შეხვედრისას მზადყოფნა გამოითქვა, რომ აღნიშნული საკითხის შესწავლა კიდევ უფრო გაღრმავდება და შედეგები საზოგადოებისას ეცნობება.

თეონა ჭალიძის განცხადებით, არჩევნები ფარულია და მოსყიდვა, დაშინება, მუქარა, პროგრამაში ჩართული პირების ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა კანონით დასჯადია

„ერთი წელი რჩება არჩევნებამდე და ხელისუფლება, როგორც აქამდე ახლაც ცდილობს, რომ გამოიყენოს სოციალური პროექტები თავის სასარგებლოდ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა და სხვა სოციალური პროექტები, რომლის შესახებაც ჩვენ მონიტორინგს ვიწყებთ და მოქალაქეებსაც მოვუწოდებთ, მოგვაწოდონ ინფორმაციები.

პროგრამაში ჩართულ პირებს კი მინდა ხაზგასმით ვუთხრა, რომ არჩევნები ფარულია და ვერავინ ვერ გაიგებს ვის მიეცით ხმა და აუცილებლად იცოდეთ, რომ მოსყიდვა, დაშინება, მუქარა, თქვენს ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა კანონით დასჯადია”,- განაცხადა ჭალიძემ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა