უკრაინის გენშტაბი - უკრაინის დამცველებმა რუსული არმიის პოლკოვნიკი და ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის მაიორი მოკლეს

უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინული მხარის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების დროს მათ რუსული არმიის პოლკოვნიკი დენის ლისოვი და ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის მაიორი ევგენი გრებენკინი მოკლეს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში მათ მტრის 80-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს.

მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში მტრის დანაკარგებმა 800 ჯარისკაცს გადააჭარბა. ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 297 100-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია მოკლული. ამასთან, რუსეთმა ომში 5 100-ზე მეტი ტანკი, 9 700 საბრძოლო მანქანა, 320 ვერტმფრენი და სხვა შეიარაღება დაკარგა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა