შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის მხრიდან ბოლო გაბრძოლებას ვხედავთ - მათი გემი იძირება, რომლითაც კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ

ოპოზიციის მხრიდან ბოლო გაბრძოლებას ვხედავთ. ისინი ხედავენ, რომ მათი გემი იძირება. ის გემი, რომლითაც ცდილობდნენ, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში რამენაირად ხელი შეეშალათ კანდიდატის სტატუსის მოპოვების საქმისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირში წევრობის განაცხადი საქართველოს მთავრობამ ქართველი ხალხის სახელით გააკეთა და მთავრობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ქართველი ხალხის სახელით მიიღებს.

„ეს გემი იძირება და ახლა ამ გემიდან ზოგი გაქცევას და თავის შველას ცდილობს, ზოგი კი, პროცესისთვის რამენაირად ხელისშეშლას. მათი ბოლო მცდელობაა, რომ ეს მიღწევა რაღაცნაირად გააფერმკრთალონ. რა თქმა უნდა, ევროკავშირში წევრობის განაცხადი საქართველოს მთავრობამ ქართველი ხალხის სახელით გააკეთა და საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ქართველი ხალხის სახელით მიიღებს. ეს არის ის, რაზეც დაფუძნებულია ქვეყნის კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართალი. ვინც ცდილობს, რომ ასეთი მიდგომები უარყოს, ეს არის ტიპური რუსული სტილი, როცა ქვეყანაში იგულისხმება არა სახელმწიფო და მთავრობა, არამედ რაღაც ჯგუფები, რომელიც მას მოსწონს. ეს არის რუსული პოლიტიკა, რომელსაც ის ახორციელებს უკრაინის და მათ შორის, საქართველოს

მიმართ, როცა თავის სასურველ ჯგუფებს გამოარჩევს და იმას მიიჩნევს ქვეყნად და ხელისუფლების იგნორირებას ახდენს. ეს არის იმ სტილის მიდგომა, რომელიც ოპოზიციას ახასიათებს,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება