„საქართველოს განვითარების ფონდს“ საერთაშორისო კომპანია „Rothschild“-ის მმართველი დირექტორი ეწვია

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „Rothschild“-ის მმართველი დირექტორი ბარონესა არიელ მალარ დე როტშილდი „საქართველოს განვითარების ფონდს“ ეწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს განვითარების ფონდი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქმიან შეხვედრას ფონდის მხრიდან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით საგანელიძე, ფონდის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კაკულია და საბჭოს წევრი ნანა ადეიშვილი ესწრებოდნენ.

„საქართველოს განვითარების ფონდის“ მენეჯმენტმა „Rothschild“-ის მმართველ დირექტორს ფონდის საქმიანობის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

ბარონესა არიელ მალარ დე როტშილდმა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობასა და პოტენციური ინვესტორების მოზიდვის მიმართულებით, ფონდის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებისა და შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება