გენადი არველაძე - ღია და ლიბერალური პოლიტიკით ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელურ დისკუსიაზე - „ვაჭრობა მომავლისთვის“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალურ კურსზე და პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.

გენადი არველაძის თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ქვეყნებთან ვაჭრობის გაუმჯობესების და ლიბერალიზაციის თვალსაზრისით.

„უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, გლობალურად იყო რამდენიმე კრიზისი, მათ შორის რეცესია. რეცესიის შემდგომ, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლების მისაღწევად, ერთ-ერთი მიზანი იყო ბარიერების ჩამოშლა, რომ უფრო მეტად გაზრდილიყო წარმოება, გაზრდილიყო ინვესტირება, გაზრდილიყო სტაბილურობა, რომ შემდგარიყო კარგი სავაჭრო ურთიერთობები სხვადასხვა პარტნიორთან. ამ თვალსაზრისით, საქართველო ასრულებს პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანას უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი ყველაზე მეტად ლიბერალური პოლიტიკა. საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფი გლობალურ ჭრილში. აღნიშნული მნიშვნელოვანი მახასიათებელია ჩვენი პარტნიორებისა თუ იმპორტიორებისათვის“,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, თავის გამოსვლაში, გენადი არველაძემ ისაუბრა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების კუთხით მიღწეულ შედეგებზე და ხაზი გაუსვა აღნიშნული შეთანხმებების როლს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნების კუთხით.

მისი თქმით, უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში, საქართველო ცდილობს შექმნას და შეიმუშაოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები რეგიონის სხვადასხვა ქვეყანასთან. ქვეყანას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ძალიან ბევრ ქვეყანასთან ამიერკავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, თურქეთთან, ასევე, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკონომიკასთან - ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან, გაერთიანებულ სამეფოსთან.

„ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყების თვალსაზრისით. სულ ახლახან, ასეთ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანასთან. სპარსეთის ყურე წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეგიონს ჩვენთვის და ერთ-ერთი უკანასკნელი შეთანხმება სწორედ ხელმოწერილია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან. ღია და ლიბერალური პოლიტიკის ქონით, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდა და ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, თავისთავად, ექსპორტია. ლიბერალური ვაჭრობა კი ყოველთვის ხელს უწყობს ექსპორტის ზრდას გლობალურად, ამიტომაც შევძელით უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, კოვიდ-პანდემიის შემდეგ შეგვენარჩუნებინა ორნიშნა ზრდა“,- აღნიშნა გენადი არველაძემ.

უწყების ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომელიც ამავე დროს არის „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ საორგანიზაციო შტაბის ხელმძღვანელი, ხაზი გაუსვა ფორუმის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის დიალოგის გაღრმავების კუთხით.

„აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც 2015 წლიდან არსებობს, უზრუნველყოფს პლატფორმას, რომელმაც პირველივე დღეებიდან ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის დიალოგს და რეგიონულ დაკავშირებას“, - განაცხადა მან პანელურ დისკუსიაზე.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო