გიორგი ამილახვარი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტ ვოლფგანგ ჰერმანს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ პრეზიდენტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტთან, პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საქმეში გერმანული მხარის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანიის სამეცნიერო საზოგადოებასთან დაახლოება კიდევ უფრო უწყობს ხელს საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას.

„მინისტრმა მადლობა ვოლფგანგ ჰერმანს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პირადად გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი აკადემიური პროგრამები განიხილეს და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრის დასასრულს, ვოლფგანგ ჰერმანმა გიორგი ამილახვარს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაფართოების მზაობა დაუდასტურა.

შეხვედრას ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე თევზაძე და კანცლერი მაგდა მაღრაძე, TUM International-ის გუნდის წევრები, ფრედერიკ ჰეტინგერი და კატრინ რიხტერი და ფონდ „ქართუს‘‘ პროექტებისა და ოპერაციების დირექტორი, ვახტანგ ცაგარელი ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება