სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს კონგრესზე ლევან ჟორჟოლიანმა სლოვაკეთში არჩევნების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე პლენარული სესიის ფარგლებში, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანი თანამომხსენებელ მატიას გიზინთან ერთად, სლოვაკეთის რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის შესრულების მონიტორინგის თაობაზე ანგარიში წარადგინა და კონგრესის წევრების მიერ ამ თემაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, სლოვაკეთის რესპუბლიკაში მონიტორინგის ვიზიტი განხორციელდა 2022 წლის 6-8 დეკემბერს. მან მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლობას ევროპის საბჭოში ვიზიტის ორგანიზებაში მხარდაჭერისთვის.

„სლოვაკეთის რესპუბლიკამ ქარტიის რატიფიცირება 2000 წელს მოახდინა. კონგრესის წინა მონიტორინგის რეკომენდაცია ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის შესახებ მიღებულ იქნა 2016 წელს და მიუხედავად ზოგიერთი ნაკლოვანებისა, მთლიანობაში დადებითად აფასებდა ქვეყანაში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას.

ამჯერადაც, გამოიკვეთა პოზიტიური მოვლენები, რომელიც ჩვენი აზრით, დადებითად აისახა სლოვაკეთის რესპუბლიკის ხელისუფლების ყველა დონეზე.

მინდა აღვნიშნო უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს, ასევე ინვესტიციების, რეგიონული განვითარებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გავრცელების სამინისტროს შექმნა, რაც ადმინისტრაციული შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად განხორციელდა. უფრო კონკრეტულად, რომ განვმარტო, ადმინისტრაციული სამართალი აქამდე გაყოფილი იყო სლოვაკეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ განყოფილებას, და რეგიონულ სასამართლოებში სპეციალიზებულ განყოფილებებს შორის, რაც უჩვეულოა ევროპული ქვეყნების პრაქტიკისთვის“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე განცხადებით, ადგილობრივი მმართველობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად მიღებულ იქნა ისეთი ინიციატივები, როგორიც არის საჯარო სამსახურის რეფორმა და ეფექტიანი საჯარო მმართველობის პროგრამა.

„საბოლოო ჯამში, გვინდა დადებითად შევაფასოთ ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების არჩევნების სინქრონიზაცია“, -განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრის განცხადებით, მიუხედავად ამისა, გადაუჭრელია გამოწვევები, რომლებიც იდენტიფიცირდა წინა ვიზიტისას, და უფრო მეტად გართულდა კიდეც.

”პირველ რიგში, მინდა დავაყენო სლოვაკეთის რესპუბლიკაში მუნიციპალური ფრაგმენტაციის საკითხი, რომელიც მწვავედ დგას წინა მონიტორინგის ანგარიშიდან მოყოლებული. 5,5 მილიონამდე მოსახლეობით, ქვეყანას აქვს 3000 მუნიციპალიტეტი. ამ მუნიციპალიტეტების 84%-ში მოსახლეობა 2000-ზე ნაკლებია და მხოლოდ 2% ჰყავს 20 000-ზე მეტი მცხოვრები. ყველა მუნიციპალიტეტმა, მათ შორის 140-ს აქვს ქალაქის სტატუსი, უნდა შეასრულოს ერთი და იგივე კომპეტენციები. შედეგად, ადგილი აქვს განსხვავებებს ფინანსური და ადმინისტრაციული შესაძლებლობის მხრივ. და უნდა აღვნიშნო, რომ ბევრი შედარებით მცირე და სასოფლო მუნიციპალიტეტი განიცდის ფინანსური და ორგანიზაციული შესაძლებლობების სიმცირეს, შედეგად ვერ აწვდის მაღალი ხარისხის, სტანდარტულ სერვისებს.

სლოვაკეთის მუნიციპალიტეტების ფრაგმენტაციის ეს საკითხი უკვე აღნიშნულია წინა მონიტორინგის ანგარიშში და კვლავ დღის წესრიგში დგას, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა შესთავაზა გაერთიანება, როგორც გამოსავალი უფრო ძლიერი მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის.

აქედან გამომდინარე, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ხელისუფლებამ ამ საკითხის გადაჭრის მიზნით უნდა წაახალისოს ნებაყოფლობითი გაერთიანება, რათა შეიქმნას უფრო დიდი, უფრო ეფექტიანი და უფრო შეძლებული ერთეულები. ასევე ჩვენი წინადადებაა, მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარება.

ასევე, მოვუწოდებთ სლოვაკეთის რესპუბლიკას ხელი მოწეროს ქარტიის ადგილობრივ მმართველობის საქმეებში მონაწილეობის უფლების შესახებ დამატებით პროტოკოლს და მოახდინოს მისი რატიფიცირება, რამდენადაც ამისთვის ვერ ვხედავთ ვერავითარ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ დაბრკოლებას“, -განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა