საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა რეგლამენტში ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგლამენტში ცვლილებები, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.

„ამ მოწვევის პარლამენტში უკვე სამჯერ შევიტანეთ რეგლამენტში ცვლილებები და პირველი ცვლილება სწორედ 12 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდებოდა, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდის კუთხით. ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ რეგლამენტის მონიტორინგს და პარლამენტის მუშაობის საჭიროებებიდან გამომდინარე, მასში გარკვეული ცვლილებები შეგვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები არანაირად არ შეზღუდავს პარლამენტის მუშაობის გამჭვირვალობას და პირიქით, პარლამენტის მუშაობას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მათივე ცნობით, პროექტის თანახმად, საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები ზუსტდება, მათ შორის, პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის რეჟიმთან დაკავშირებული რეგულაციები, იზრდება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა და ნაცვლად 2-2 მოადგილისა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს 3 მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და 3 მოადგილე საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.

ამასთან, აღნიშნულია, რომ რეგლამენტის პროექტით იცვლება პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევის თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესიც და აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, ვინაიდან ამას განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია. კომიტეტმა კანონპროექტს, განხილვაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტმა ასევე მხარი დაუჭირა თანმდევ კანონპროექტებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება