თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ, ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

თბილისის საკრებულოს წევრმა, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ, ტრანსპორტის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

თბილისის საკრებულოს ცნობით, წარდგენას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი ესწრებოდა.

„შალვა ოგბაიძემ ყურადღება დედაქალაქში განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტზე გაამახვილა.

ანგარიშის წარდგენისას მომხსენებელმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და სამგზავრო ტრანსპორტის მოდერნიზაციის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, 2023 წელს თბილისის ბიუჯეტიდან ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით გამოყოფილია 422,317.5 ათასი ლარი.

შალვა ოგბაიძის თქმით, აღსანიშნავია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით გატარებული ისეთი რეფორმები, როგორებიცაა: ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლება ახალი ერთეულებით; 160 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსის შესყიდვა; ახალი ავტობაზის მშენებლობა და სხვა.

შალვა ოგბაიძემ ასევე ისაუბრა თბილისის მეტროს შესახებ და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის დასრულებულია მეტროსადგურ ,,გოცირიძის“ რეაბილიტაცია და მიმდინარეობს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები; რიგ სადგურებში დამონტაჟებულია ახალი სწრაფგამტარი ტურნიკეტები, გრძელდება მათი შეცვლის და მოდერნიზების პროცესი.

შალვა ოგბაიძის განცხადებით, მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა ტაქსების სფეროს მოწესრიგების მიმართულებითაც. კერძოდ, ტაქსების რეფორმის III ეტაპის ფარგლებში მოქალაქეებზე უსასყიდლოდ გაიცა 35 558 A კატეგორიის ნებართვა, 2023 წლის 1 აპრილიდან A კატეგორიის ნებართვაზე დაკავშირებულ ავტომობილს შესაძლებლობა აქვს მგზავრთა ჩასხდომა/გადმოსხდომის მიზნით სამარშრუტო-სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გაჩერდეს/იმოძრაოს; 2023 წლის 1 ივლისიდან დაიწყო იურიდიულ პირებზე A კატეგორიის ნებართვების რეგისტრაცია.

მანვე ისაუბრა ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე, ელექტრო დამტენებზე და სხვა მიმდინარე თუ დასრულებულ პროექტებზე.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ საჯარო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა“,- აღნიშნულია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
„საქკაბელმა“ ენერგეტიკულ გამოფენაზე ახალი პროდუქცია წარადგინა
მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ცერემონიაზე PSP-მ 3 ჯილდო მიიღო
GM PHARMA-ს მორიგი აღიარება და საერთაშორისო PIC/S GMP სერტიფიკატი