ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი EIB-ის დირექტორს ლიონელ რაპაის შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო ოპერაციების დირექტორს, ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლოს მიმართულებით, ლიონელ რაპაის შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, მაჩიე ჩურა დაესწრნენ.

„საუბარი ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებს შეეხო.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ბანკთან თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება ერთობლივი მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმართულებით და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება