რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მეტი რა უნდა მოხდეს ღაზაში, რომ დასავლეთმა ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვოს - ისრაელის თავდასხმა თავდაცვას გასცდა

მეტი რა უნდა მოხდეს ღაზაში, რომ დასავლეთმა ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვოს , - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„მეტი რა უნდა მოხდეს ღაზაში, რომ დასავლეთმა ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვოს. დასავლეთის ქვეყნები თავშეკავებისკენ მოწოდების ნაცვლად, ისრაელს უპირობო მხარდაჭერას უცხადებენ. ღაზაზე ისრაელის თავდასხმა თავდაცვას გასცდა“, - განაცხადა ერდოღანმა.

ანკარაში სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ეგვიპტესთან ერთად, ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით, ძალისხმევას გააძლიერებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს