ირაკლი ჭეიშვილი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე სესიას დაესწრო

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ირაკლი ჭეიშვილი, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე სესიას დაესწრო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათი ცნობით, 24-26 ოქტომბერს გამართულ სესიაზე, ახალ პრეზიდენტად, ორწელიწადნახევრიანი მანდატით, ბელგიის წარმომადგენელი, მარკ ქულსი აირჩიეს. ასევე, ჩატარდა კონგრესის პალატების პრეზიდენტებისა და მათი ვიცე-პრეზიდენტების არჩევნები.

კონგრესმა, პლენარული სესიის ფარგლებში, უკრაინაში ომის საწინააღმდეგო პოლიტიკური აქტივისტებისა და პატიმრების მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ პანელურ შეხვედრებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის გამოყენების მონიტორინგის ანგარიშები, ენერგეტიკულ ტრანზაქციაში რეგიონების როლი, მდგრადი განვითარების მიმართულებით რეგიონული გამოცდილების გაზიარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

სესიას 40-ზე მეტი წევრი სახელმწიფოს ახალგაზრდული ორგანიზაციების დელეგატები დაესწრნენ, რომლებმაც დებატებში მონაწილეობის პარალელურად, კონგრესის „გაახალგაზრდავების პოლიტიკის“ საინიციატივო პროექტები წარადგინეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება