აუდრიუს ლუჩიუნასი, „პეისერას“ თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი - ,,პეისერა ბანკი საქართველო” ევროკავშირიდან გადახდების მიღებასა და ზოგადად თანხის გადარიცხვას გაგიადვილებთ

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ პირველ პანელზე, დღეს, „პეისერას“ თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი აუდრიუს ლუჩიუნასი წარსდგა.

პანელის სადისკუსიო თემა ციფრულ ფინანსურ ინფრასტრუქტურაში ბლოკჩეინის როლი და ცენტრალური ბანკების მიერ ციფრული ვალუტის დანერგვის ტენდენციები იყო.

აუდრიუს ლუჩიუნასმა პანელის შემდეგ ,,პალიტრანიუსთან" განაცხადა, რომ საკითხები, რომელზეც პანელზე ისაუბრეს, ეხებოდა ახალ ტექნოლოგიებს, განსაკუთრებით ბლოკჩეინს, თუ რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მას მთელს ფინანსურ სექტორზე.

ასევე, ლუჩიუნასმა ის შესაძლებლობები მიმოიხილა რომელსაც ქართულ ბაზარზე ექსკლუზიურად პირველი ციფრული ბანკი ,,პეისერა ბანკ საქართველო" სთავაზობს მოხმარებელს. მისი თქმით, პირველ რიგში, ეს არის სისწრაფე და ასევე ევროპულ ბაზარზე ხელმისაწვდომობა

,, SEPA-ზე ხელმისაწვდომობა ნიშნავს სწრაფ სერვისს, ქვეყნიდან ქვეყანაში გადარიცხვების სწრაფად შესრულებას. საქართველოს შემთხვევაში ასეთ სერვისზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია, რადგან აქ ევროპულ ქვეყნებში ბევრი ფრილანსერია დისტანციურად დასაქმებული.

არიან მწარმოებლები და ბევრი სხვა კომპანია, რომელთაც ასევე ევროპასთან აქვთ კავშირები. როგორც წესი, იმისათვის, რომ რაიმე საქმიანობა, მაგალითად, წარმოება დაიწყო და განავითარო, სწრაფად უნდა შეძლო გადარიცხვების განხორციელება, რაც საშუალებას მოგცემს, კიდევ უფრო მოკლე დროში მიიღო და გაგზავნო პროდუქცია და გააუმჯობესო სერვისის ხარისხი. გადარიცხვებისა და მიწოდების სისწრაფე ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, სერვისის მიმართულებით კონკურენცია გაუწიოს სხვა სახელმწიფოებს" - განაცხადა ლუჩიუნასმა.

მან, ასევე იმ ბენეფიტებზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველოში პირველი ციფრული ბანკი მომხმარებელს სთავაზობს.

,,თავდაპირველად, ეს არის სისწრაფე და ასევე ევროპულ ბაზარზე ხელმისაწვდომობა. მაგალითად, თუ ელექტრონული კომერციის პლატფორმას მართავ და გსურს, სხვა ქვეყნების ბაზრებზე მიაღწიო წარმატებას, სამი საკითხი უნდა გადაჭრა: როგორ მიიღო ჩარიცხვები, როგორ გაგზავნო პროდუქტი და როგორ დაამყარო კომუნიკაცია სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. „პეისერა“ აქედან ერთ-ერთ პრობლემას გადაგიჭრით: ევროკავშირიდან გადახდების მიღებასა და ზოგადად, თანხის გადარიცხვას გაგიადვილებთ" - განაცხადა ,,პეისერას" თანადამფუძნებელმა და გამგეობის წევრმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის