Global Finance-მა „თიბისი“ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემამ Global Finance-ი „თიბისი“ საუკეთესოდ დაასახელა ნომინაციაში - საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საქართველოში 2024 წელს. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, SME Bank Awards-ი Global Finance-ის ყოველწლიური დაჯილდოვებაა, რომლის გამარჯვებულები მსოფლიოს ყველა კონტინეტიდან - ჯამში 70-მდე ქვეყნიდან შეირჩნენ.

„Global Finance-ის ჯილდოები ნათლად ადასტურებენ, რომ „თიბისი“ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით გამორჩეული და საუკეთესოა. ეს ჯილდო არის ჩვენი მრავალრიცხოვანი პროექტისა და ხარისხიანი პროდუქტების მორიგი აღიარება, რომელთა საშუალებითაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელს ვუწყობთ,“ - განაცხადა „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე თორნიკე გოგიჩაიშვილმა.

„მცირე მეწარმეობა ყველა ქვეყანაში ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ ის ფართო სპექტრს მოიცავს, თითოეულ ბიზნესს სპეციფიკური საჭიროებები აქვს, რომელსაც ინდუსტრია, სექტორი თუ გეოგრაფია განაპირობებს. Global Finance-მა დააჯილდოვა ის საფინანსო ინტიტუტები, რომლებიც ამ სეგმენტზე ფოკუსირდებიან და კარგად ესმით, მათ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესს რა სჭირდება,“ - აღნიშნა Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა, ჯოზეფ ჯარაპუტომ.

Global Finance-მა გამარჯვებულები თავად ბანკების მიერ წარდგენილ ინფორმაციასა და დამოუკიდებელ კვლევებზე დაყრდნობით გამოავლინა, რომლის დროსაც ინდუსტრიის ინსაიდერების, აღმასრულებლებისა და ტექნოლოგიების ექსპერტების მოსაზრებები შეისწავლეს. ბანკების რეიტინგები 2022 წლის აპრილიდან 2023 მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა.

ჟურნალი Global Finance-ი 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. გავლენიანი გამოცემა უკვე 35 წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. Global Finance-ი საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს რეგულარულად აჯილდოებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები