თამარ კორძაია - "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებდა, რათა კანდიდატის სტატუსი არ მოგვნიჭებოდა - ამ პირობებში სტატუსის მოცემა, საბოლოოდ ხელისუფლების წარმატებად ჩაითვლება, რაც დიდი უსამართლობაა, თუმცა მაინც უნდა მივიღოთ

"ქართული ოცნება" მთელი თავისი საქმიანობით ყველაფერს აკეთებდა, რათა კანდიდატის სტატუსი არ მოგვნიჭებოდა - ამ პირობებში სტატუსის მოცემა, საბოლოოდ, მაინც ხელისუფლების წარმატებად ჩაითვლება, რაც დიდი უსამართლობაა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ გააკეთა.

კორძაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუკი ქვეყანა ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს "ქართული ოცნების" ხელისუფლების დამსახურება არ იქნება.

"სტატუსის მიღება საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ვითარებიდან და ევროპელების ფართო ხედვიდან გამომდინარე ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება. სამწუხაროა ის, რომ ამას "ქართული ოცნება" - როგორც ხელისუფლება - თავის პლუსად ჩაიწერს და არა საქართველოს მოქალაქეების ისტორიულ არჩევნად.

ამასთან, ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს იმის მიუხედავად, ვინ ოპოზიციაშია და ვინ - ხელისუფლებაში. მართალია, ვთვლი, რომ "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსი არ გვქონოდა, სტატუსის მიღება კი მაინც ამ ხელისუფლების პირობებში მიღებულად ჩაითვლება, რაც უსამართლობაა, ამის მიუხედავად, სტატუსი მაინც უნდა მივიღოთ!" - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება