გიორგი ამილახვარმა USAID-ის ახალი პროექტის „განათლება მომავლისთვის საქართველოში“ პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა 14 მილიონი ლარის ღირებულების დაფინანსებას მიიღებს. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის – „განათლება მომავლისთვის საქართველოში“ პრეზენტაციაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა. გიორგი ამილახვარმა მონაწილეობა მიიღო. მან დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას განათლების სფეროს განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენთვის ყველა ის პროექტი, რომელსაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვახორციელებთ, განსაკუთრებით განათლების სფეროში, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავრობისა და სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ზოგადი განათლების რეფორმა და დღევანდელი პროექტი, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით იწყება, ამ მიმართულებით დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.

პროექტი სრულად პასუხობს იმ რეფორმებს, რომელთა განხორციელებასაც ახლო მომავალში სამინისტრო გეგმავს. წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითია, USAID-სა და სამინისტროს შორის პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დაძლევას ერთად უზრუნველვყოფთ.

პროექტი ასევე საშუალებას მოგვცემს, ჩვენი შვილებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ, ინფრასტრუქტურა გავაუმჯობესოთ და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას ხელი შევუწყოთ,“ - განაცხადა ამილახვარმა.

პრეზენტაციის ფარგლებში მონაწილეებს სიტყვით ასევე USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ, ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩმა, ერინ ელიზაბეტ მაქიიმ მიმართა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება