შალვა პაპუაშვილი ბურუნდის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბურუნდის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტ ემანუელ სინზოჰაგერას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ წელს შესრულდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი.

„პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე და ოკუპაციის ნეგატიურ შედეგებზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორ პარლამენტს შორის თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების დაფუძნება და მემორანდუმის ხელმოწერა.

შეხვედრა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში შედგა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება