კატარის სასამართლომ ინდოეთის რვა მოქალაქეს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა

კატარის სასამართლომ ინდოეთის რვა მოქალაქეს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა.

მედიის ინფორმაციით, ინდოეთის მოქალაქეები, რომლებსაც ბრალად ჯაშუშობა ედებათ, კატარში გასულ წელს დააკავეს.

სასამართლო გადაწყვეტილებას ინდოეთის ხელისუფლება ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოფიციალური დელი განაჩენით „შოკირებულია“.

Ruters-ის ცნობით, სიკვდილმისჯილები ყოფილი საზღვაო ქვეითები არიან. ისინი კატარში ჯაშუშობის ბრალდებით 2022 წლის აგვისტოში დააკავეს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა