შალვა პაპუაშვილი შრი-ლანკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მაჰინდა იაპა აბეივარდენას შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ წელს შესრულდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25-ე წლისთავი, რაც კარგი შესაძლებლობაა ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

„მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობაზე, საქართველოსა და შრი-ლანკაში მიმდინარე ორმხრივად საინტერესო საკითხებზე, პარტნიორობაზე განათლების, ეკონომიკის და სხვა სფეროებში.

შალვა პაპუაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შესახებ და ხაზი გაუსვა შრი-ლანკის მიერ ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში შედგა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი შედიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება