მარიამ ქვრივიშვილი - მსოფლიო ტურიზმის ბაზარზე საქართველო ძალიან კონკურენტუნარიანია - ჩვენ გამოვირჩევით ავთენტურობით, ხალხითა და სტუმარ-მასპინძლობით

თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმში" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა პანელურ დისკუსიაში - ტურიზმი საზღვრებს მიღმა (Tourism Beyond Borders: Navigating the Changes) მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პანელური დისკუსია სიტყვით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა.

დისკუსიის მონაწილეებს მარიამ ქვრივიშვილმა გააცნო, თუ რატომაა პოსტკოვიდურ პერიოდში საქართველოს ტურისტული მიმართულება მთელ მსოფლიოში გამორჩეული.

„მსოფლიო ტურიზმის ბაზარზე საქართველო ძალიან კონკურენტუნარიანია, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა ავთენტურობით, ჩვენი მთავარი მამოძრავებელია ხალხი თავისი უნიკალურობით. საქართველო ცნობილია სტუმარ-მასპინძლობით, ხშირად ისმის შეკითხვა - რატომ უნდა იმოგზაურონ საქართველოში? ჩვენ არამხოლოდ ოთხ სეზონური ტურისტული მიმართულება ვართ, არამედ გამოვირჩევით მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებით, რაც ჩვენს ტურისტულ მიმართულებას შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ნებისმიერი ტიპის მოგზაური დავაინტერესოთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კერძო სექტორი, რომელიც აქტიურად ავითარებს მომსახურებას და მოგზაურთა მოთხოვნებს ძალიან კარგად პასუხობს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დისკუსიაში ასევე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნატალია ბაიონა, EUROCONTROL ევროპული მწვანე ცის დირექტორი ფილიპე მერლო, Fly Dubai-ის კომერციული ოპერაციებისა და ციფრული ვაჭრობის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ჯეიჰუნ ეფენდი, Mastercard-ის აფრიკის, ახლო აღმოსავლეთი და აღმოსავლეთ ევროპის ვიცე პრეზიდენტი ჰაისამ ფახმი მონაწილეობდნენ.

დისკუსიის დროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა თუ რა მეთოდებით ხდება ტურისტების მოზიდვა საქართველოში.

„ჩვენ ვიკვლევთ ჩვენი მომავალი მოგზაურების მოთხოვნებს - რა მიზნით ჩამოდიან, რომელ ტურისტულ პროდუქტსა და ტურისტულ ადგილებში დახარჯავენ უფრო მეტ თანხას. საქართველოს მთავრობა კერძო სექტორს უზიარებს ამ მონაცემებს. პოტენციურ მოგზაურთა კვლევისას ძალიან კარგი მაგალითია გერმანია, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული და სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარია. ჩვენ შევისწავლეთ გერმანელ მოგზაურთა მოთხოვნები, შევარჩიეთ საკომუნიკაციო არხები, გერმანულ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები დავიწყეთ. ორ წელიწადნახევრიანი აქტიური მუშაობის შედეგად დღეს საქართველოში გერმანიის 7 ქალაქიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს საქართველო გერმანიაში მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენის მასპინძელი იყო, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ცნობადის ამაღლებას მთელ მსოფლიოში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის