ანონსი  27 ოქტომბერი

27 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საბურთალოზე, „სითი მოლთან“, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე, პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე, პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა პარტიის წევრებთან ერთად ბრიფინგს გამართავენ.

თემა: „არა კალაძის საცობებს!“

მის: ვაჟა ფშაველას გამზ.N70

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

27 ოქტომბერს, 10:30 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პანელურ დისკუსიას გამართავს.

თემა: „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უსაფრთხოების სექტორში“.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი 1, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“.

საკონტაქტო: ანასტასია რაიკი - 597 11 44 72

27 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან ერთად ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

მის: ვახტანგ გორგასალის #25

27 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღების ოფისში, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ახალ ინიციატივას წარადგენს.

მის: სააკაძის დაღმართი, მე-2 გასასვლელი N4 , მე - 6 სართული.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

27 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გამყოფ ხაზთან მდებარე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ოძისისა და გრემისხევის მოსახლეობას შეხვდება.

საკონტაქტო: ანი თამაზაშვილი - 595 03 32 32

27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239

(C კორპუსი, II სართული)

27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

(C კორპუსი, III სართული)

27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირის მხარდაჭერით „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, სოციალური საწარმოების რიგით მეოთხე, მასშტაბურ და გავლენაზე ორიენტირებულ B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) გამოფენას უმასპინძლებს.

სოციალური საწარმოების B2B გამოფენას 600-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება ბიზნესსექტორის, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან.

ღონისძიების სტუმრებს მიმართავენ საქართველოში ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდეროვიჩი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ეკა ურუშაძე.

მის: თელავის ქ. #20,

საკონტაქტო: 599 87 27 77

27 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

27 ოქტომბერს, 15:30 საათზე, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით 1 ოქტომბერს გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი არჩევნებში ჩართულ მხარეებს აუდიტის შედეგებს წარუდგენს.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: პარტიების, ცესკოში შექმნილი ახალი სამუშაო ფორმატის წევრი, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, მედიის წარმომადგენლები და ექსპერტები.

მის: 26 მაისის მოედანი, „ჰოლიდეი ინნ თბილისი”

27 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კუბის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოფენა გაიხსნება.

27 ოქტომბერს, 20:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დაესწრება მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიას.

მის.: შოთა რუსთაველის გამზ.25.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა