გენადი არველაძე - „აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში დისკუსია დღეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, რომლებიც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს, როგორც ჰაბის მნიშვნელობას რეგიონში

თემატური დისკუსიები, რომლებიც „აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში დღეს მთელი დღის განმავლობაში გაიმართა და ხვალაცა არის დაგეგმილი, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, რომლებიც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს, როგორც ჰაბის მნიშვნელობას რეგიონში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დისკუსიის მთავარი საკითხები იყო თუ როგორ უნდა გახდეს ვაჭრობა უფრო ლიბერალური ქვეყნებსა და რეგიონებს შორის, როგორ აღმოიფხვრას როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ქვეყნებს შორის ვაჭრობას. ასევე მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის და ენერგეტიკის მიმართულება და ენერგოუსაფრთხოება, რაც მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე უფრო და უფრო აქტიური ხდება, მათ შორის, ევროპის კონტინენტზე.

„შესაბამისად, საქართველო ამ კუთხით იკავებს სულ უფრო მნიშვნელოვან როლს. შუა დერეფანი და ტვირთების მოზიდვა - ეს იყო ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც დისკუსია გაიმართა. ამ მხრივ, ჩვენ კონკრეტული შედეგიც გვაქვს - ხელი მოვაწერეთ „შუა დერეფნის" სამი ქვეყნის რკინიგზებს შორის - ყაზახეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი საწარმოს შექმნას. წესდებაზე ხელი მოვაწერეთ, ჩამოყალიბების შემდეგ სამი ქვეყნის ერთობლივი საწარმო შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვას შეუწობს ხელს და რაც მნიშვნელოვანია, „ერთი ფანჯრის" პრინციპით მოხდება მომსახურების მიწოდება. ეს კიდევ უფრო გაზრდის დერეფნის მნიშვნელობას", - განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილე დარწმუნებულია, რომ ასევე მნიშვნელოვანი იქნება ფორუმის ხვალინდელი დღეც - შედგება საინვესტიციო პანელი და დისკუსია მის ფარგლებში. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი ხვალ უშუალოდ მოახდენს იმ გამოცდილების გაზიარებას, თუ რამდენად ხელსაყრელია კონკრეტული მიმართულებით ინვესტირება ჩვენს ქვეყანაში.

„უკვე დადასტურებულია, რომ ხვალ ასევე 200-ზე მეტი ორმხრივი შეხვედრა შედგება ბიზნესებს შორის, რაც დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტულ შედეგებს მოიტანს", - აცხადებს გენადი არველაძე.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა