ტვირთნაკადის გაზრდა და შუა დერეფნის გაძლიერება - საქართველომ, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ახალი ერთობლივი კომპანია დააფუძნეს

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გაძლიერების, კერძოდ ჩინეთს, ევროპასა და თურქეთს შორის გადაზიდვების სტიმულირების მიზნით, საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი საწარმოს - Middle Corridor Multimodal-ის შექმნას ხელი მოეწერა. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ქვეყნების რკინიგზების ხელმძღვანელებმა სადამფუძნებლო ხელშეკრულება გააფორმეს და ხელი მოაწერეს ახალი კომპანიის წესდებას, რომელიც დამფუძნებლების ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს, საწარმოს შექმნისა და ფუნქციონირების ერთიან მიდგომებსა და პრინციპებს განსაზღვრავს.

ერთობლივი კომპანიის მიზანი შუა დერეფანში საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის ხელშეწყობაა.

„პარტნიორი ქვეყნების რკინიგზები აქტიური მუშაობითა და ღონისძიებებით ახალი ბლოკმატარებელების მოზიდვას გეგმავენ და ტვირთმფლობელებს „ერთი ფანჯრის პრინციპით" მომსახურებას სთავაზობენ.

სწრაფი და გამჭირვალე მომსახურება სრულ მარშრუტზე - ეს არის Middle Corridor Multimodal-ის მთავარი ამოცანა. შეგახსენებთ, რომ ერთობლივი მუშაობა საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანის რკინიგზებსა და კასპიის ზღვის პორტებს შორის 2013 წლიდან მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა